თბილისში ტრანსგენდერ ქალს სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შსსს ცნობით, ძალადობის მოტივი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობა გახდა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს 2 პირი
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.