თბილისში, „ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები მთლიანად შეივსო. ადგილები მხოლოდ დარჩენილია, ქუთაისსა და ბათუმში. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ელოდებიან, ჯავშნების სრულად შევსებას, რომ ზუსტად იცოდნენ თუ რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება მარაგში.
„მაღალი აქტივობა იყო პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასევე 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა. მოლოდინის პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა დროს. ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა მომდევნო დღეებშიც თუ იქნება ასეთი აქტივობა, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური. „ფაიზერის” რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში, არის ადგილები ქუთაისსა და ბათუმში. ველოდებით მონაცემს, რამდენი დოზა „ფაიზერი” დარჩება. დაახლოებით სამი ათასამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში. დამატებითი დრო იქნება გამოყოფილი, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. თუმცა „ფაიზერი” ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაში არის. ათი ათასზე ცოტა მეტია რეგისტრირებული, თუმცა ამ მონაცემებს დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.