თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიამ საკუთარ ბინაში მყოფი ქალი იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით საშუალო ასაკის ქალს, რომელიც საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად ტელევიზორს უყურებდა მეზობელი კორპუსიდან გასროლილი ბრმა ტყვია თავში მოხვდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს–ს ინფორმაციით გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ