თბილისში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, კლინიკა ოპტიმალ მედში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

“სამწუხაროდ, აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმა და 16:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აცხადებენ  კლინიკაში.

ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.