თბილისში 12 წლის მოზარდი მე-13 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.