შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 14 წლის ბიჭი 3 არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 13 სექტემბერს მოხდა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 3 პირი დაჭრა.
პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.