მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება. მისი თქმით დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.
“მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, რათა დავიცვათ ბავშვებისა და იქ მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. 12 ოქტომბერს არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად იქნება საუბარი. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თუ სხვა რაიმე გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.