თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი. ​ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულას უყვება, რომ 40 წლამდე კაცს ფეხის არეში, კერძოდ არტერიაში მიაყენეს ჭრილობა.

“ფეხში, არტერიაში დაჭრეს და სისხლდენისგან დაიცალა. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მოხდა. როცა ნახეს, ეს კაცი უკვე გარდაცვლილი იყო. არ იციან ვინ მოკლა, მაგრამ კამერებია დამონტაჟებული და ამოიღებენ”, – აცხადებს თვითმხილველი.

შსს–ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – აცხადებს უწყება.