თბილისში, დედა ენის ბაღში მდებარე ბარის, “ Bauhaus Bar“ ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი დაიკარგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბარი facebook-ზე ავრცელებს. მათი ადგილმდებარეობა გუშინ ღამის 5 საათის შემდეგ უცნობია.
“გთხოვთ გაავრცელოთ ❗️
!!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ“
სტატუსის კომენტარებში ბარის ადმინისტრაცია აზუსტებს: “ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც“.
კომენტარებში ბაია ბერუაშვილის დეიდა წერს: “არ გამოჩნდნენ. ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან.“
აქვე, კომენტარებში წერენ მათი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ: “ ბაუჰაუსიდან გამოვიდნენ დილის 5 საათზე და იუსტიციის სახლის მიმართულებით წავიდნენ. ვერცხლის ქუჩაზე ფიქსირდება ბოლო ლოკაცია“.