“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები სამუშაოს უბრუნდებიან

“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ “თბილსერვისს” 7 პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, სადაც ითხოვდნენ კომპანიას რიცხვებით გაეწერა გაცემული პირობების შესრულების გრაფიკი. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხელფასები მათ იანვრიდან მოემატებათ, ხოლო სამუშაო ფორმებს სექტემბრიდან მიიღებენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ და ისინი მუშაობას დღეიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.