სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მერიის საბჭოზე “ერთმა ჭკვიანმა” თქვა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე არსებული მეწყერი ააფეთქონ.
“ერთ “ჭკვიანს” მერიის საბჭოზე უთქვამს ავაფეთქოთო! გიჟებში ვართ გიჟებში!”,- წერს გოდოლაძე Facebook-ზე.
მისი განცხადებით, მერიის მოწვეულმა გერმანელმა მეცნიერებმა თქვეს, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ბარიერებია, რომ მეწყრის გავრცელების სიჩქარე დავარდეს და ხალხს დრო მიეცეს.
“მეწყრის ხელის დაკარებაზე საუბარიც არ ყოფილა. ყველამ ვიცით რომ საშიშია! მთავარი მონიტორინგია და მოგვიწონეს, რასაც ვაკეთებთ და ყველა პუქტზე დაგვეთანხმნენ! თქვეს, რომ აქ ბევრი “ჭკვიანის” პოზიციას არ იზიარებენ და საშიშია! დაგვღუპავენ ეს საბჭოთა სკოლის ხალხი! ინგლისური ისწავლეთ და დაგუგლეთ! დაძრული მასშტაბური მეწყრის დროს რომელი ჭკვიანი აკეთებს დაანკერებას!”,- წერს თეა გოდოლაძე.
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ მეწყრის შეჩერებაზე გეგმა უკვე შემუშავდა – დროებით გაკეთდება წინაღობა, რათა შემდეგ შემაკავებელი ღონისძიებებიც გატარდეს.