თეა წულუკიანი: დღეს პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, ეს მათ დროს ხდებოდა

პრაქტიკულად ღია ეთერში, კამერების ქვეშ მიმდინარეობს ადამიანების ოჯახური ტრაგედიები ტრანსლაცია. მძიმე სანახავია, ვითომ ტელეგამოძიებები და ტელესიმართლეები, რომელსაც ზოგიერთი ტელეარხი ეწევა, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

„რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, რომ პროაქტიულად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, როდესაც სახეზეა ამ ტიპის გამოძიება. ნორმალურ პირობებში პროაქტიულად გამომძიებელი საზოგადოებას აბარებდეს ანგარიშს რის მერე რა ნაბიჯი გადადგა, ეს არამც თუ დაშვებული, აკრძალულიც კი არის. სისხლის სამართალში არსებობს ასეთი საბაზისო ცნება, გამოძიების საიდუმლო. გამოძიება თუ იქნება ტელევიზორში, საქმე ვერ იქნება გამოძიებული. თუკი გამომძიებელი დაგვიჯდება ჩვენ აქ და მოყვეს ვის გამოკითხვას აპირებს, როგორი სტრატეგია აქვს, ვის გამოკითხვას აპირებს, ვის რა ნამდვილი ან ცრუ შეკითხვა უნდა დაუსვას, რომ გამოტეხოს. დღეს რომ პანჩურებით, წიხლით და ცოცხით არ ხდება გამოძიება, უკვე ვიცით, ეს მათ დროს ხდებოდა. დღეს გამოძიება ტარდება კანონით დადგენილი სტანდარტებით და ეს გულისხმობს ტიტანურ შრომას. ამის ტელევიზიით გადაცემა გამორიცხულია. ნორმალურ პირობებში, გამოძიება საერთოდ არაფერს უნდა ამბობდეს, სანამ საქმე არ წავა სასამართლოში. რადგან ჩვენ ვიმყოფებით არანორმალურ სიტუციაში, როდესაც აღარ არსებობს რაიმე სიწმინდე რასაც უდნა მოუფრთხილდეს ზოგიერთი ჟურნალისტი, ზოგიერთი ტელეარხი, ასეთ პირობებში გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრმა თითოეულ ჩვენგანს მოგვცა დავალება იმის შესახებ, რომ უფრო მეტი დეტალი,რაც საქმეს არ ავნებს, სანამ კითხვა გაჩნდება ითქვას. საზოგადოებაში იმ ფსიქოტური მდგომარეობის პრევენცია მოვახდინოთ, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ზოგიერთი არხი.“, – განაცხადა წულუკიანმა.