თეა წულუკიანი, რომელიც სავარაუდოდ კულტურის მინისტრი გახდება, დღეს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ წულუკიანს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს.
“საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას”,– წერია განცხადებაში.