კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანია, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს – თეა წულუკიანი, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
“ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში. “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბარა ბიძინა ივანიშვილმა, მურუსიძის “კლანი”, რომელიც ჯიბეში უდევს შეთითხნილი ბრალდებებით, შესაბამისად, ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, ახალი ხელისუფლების პირობებში იქნება კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი.
რაც შეეხება ჩემს აქ მოსვლას, ქვეყანაში გვაქვს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად ჩვენ მივიღეთ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, აშშ-თან დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა. ევროპარლამენტის მკაცრი განცხადება რომ არჩევნებს არ აღიარებენ და ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიღებთ დასანქცირებულ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს. ასევე, რამდენიმე საათში დაიწყება “მეგობარი აქტის” განხილვა ამერიკაში, რომელიც პირდაპირ გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ “ფანჩატურს”, ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. შექმნა ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი.
ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს- თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილს ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.