„თებერვალში 22 წლის გახდებოდა“ – ვინ არის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი გოგო

ბათუმში კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს კლინიკა „ბაუ“-ში გადიოდა.გარდაცვლილი პაციენტი 22 წლის თამუნა ჟღენტია, რომელიც კლინიკაში 12 დეკემბერს ფილტვების დაზიანებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვების დაზიანებით შეიყვანეს. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„კიდევ ერთი ანგელოზი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ამ ვერაგმა კოვიდ-ვირუსმა. ჩვენი გიმნაზიელი და გიმნაზიის პედაგოგის ლოლა ჯაფარიძის შვილი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს . მოიხსენით მეგობრებო თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული თამარი. თებერვალში 22 წლის გახდებოდა..“ – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ახლობელი.