“თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ ვაქცინაციის პროგრამა”- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თებერვლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროგრამის დაწყება.
“გრძელდება მზადება ვაქცინაციის პროგრამისთვის. სამედიცინო დაწესებულებები შეირჩა, მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი და ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ ვაქცინაციის პროგრამა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.