თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლის განცხადებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს შსს-მ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას აბრამოვს ქურთუკის ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

ცნობისთვის, აქამდე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძე.