თეთნულდზე ნაპრალში ჩავარდნილი ტურისტი დაიღუპა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 ტურისტიდან ერთ-ერთი დაიღუპა.ტურისტი ნაპრალში იყო გადავარდნილი და მის ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაღუპული მთასვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უკვე მესტიაში ჩამოასვენეს.

მანამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლემა თეთნულდიდან 2 დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ტურისტების ინფორმაციით, თეთნულდზე რჩება 3 მთასვლელი, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.