თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საზოგაოდებრივ მაუწყებელს ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფექციის გავრცელების ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე, მერიის ამ თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი და მერიის სხვა თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი შედეგი, დადასტურება არ არის”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.