ვაშინგტონში დაჭრილი აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორივე წევრი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ვაშინგტონის გუბერნატორი, პატრიკ მორისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს.
მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეჭვმიტანილი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.
პრეზიდენტის თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.
ტრამპის თქმით, საჭიროა ყველა იმ უცხოელის ხელახლა გამოკვლევა, რომელიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა ავღანეთიდან.
“ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს”- აღნიშნა ტრამპმა.











