აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს ეწვევა ვაშინგტონს.
თეთრი სახლის ცნობით, სიტყვით მიმართავს აშშ-ს კონგრესს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ზელენსკის თეთრ სახლში 14:00 საათზე (თბილისის დროით 23:00) ელოდებიან.
კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე, მას პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში უმასპინძლებს;
დღესვე გამოცხადდება უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი (2 მილიარდი დოლარი), რომელიც პატრიოტის სარაკეტო სისტემას მოიცავს. თეთრი სახლის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება. დღის ბოლოს ზელენსკი სიტყვით კონგრესს მიმართავს.ზელენსკი ვაშინგტონში პრეზიდენტმა ბაიდენმა ბოლო სატელეფონო საუბრისას, გასულ კვირას, მიიწვია.
ომის დაწყების შემდეგ ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკი აშშ–ში ჩადის თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.