პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, ალასკის თავზე მფრინავი სხეული ჩამოაგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, “თავდაცვის დეპარტამენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა ალასკის საჰაერო სივრცის მაღალ ობიექტს”.
კირბის თქმით, ობიექტი 40 ათას ფუტზე (12კმ) დაფრინავდა და “სამოქალაქო ფრენის უსაფრთხოებას გონივრულ საფრთხეს უქმნიდა”. მანვე განმარტა, რომ სიფრთხილისა და პენტაგონის რეკომენდაციიდან გამომდინარე, ბაიდენმა სამხედროებს ობიექტის ჩამოგდება უბრძანა.
“და ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია, მაგრამ ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა”, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრ სახლში არ უთქვამთ, რა სახის ობიექტი იყო ეს ან ვის ეკუთვნოდა. ობიექტის ჩამოგდება ბოლო 24 საათში მოხდა.
“ჩვენ ამას ვუწოდებთ ობიექტს, რადგანაც ეს საუკეთესო აღწერაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. არ ვიცით, ვინ ფლობს მას – სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძოა, უბრალოდ არ ვიცით”, – განაცხადა მან.