თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის შემდეგ ორმხრივი პრესკონფერენცია იგეგმება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ზელენსკისა და ბაიდენს “ბრძოლის ველზე სამომავლო ქმედებების სიღრმისეული სტრატეგიული განხილვის შესაძლებლობა ექნებათ”.
ამის გარდა, მხარეები განიხილავენ აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინელი სამხედროების წვრთნის შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და საექსპორტო კონტროლს, რათა შემცირდეს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი.
ვაშინგტონში სტუმრობა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პირველი უცხოური ვიზიტია.