მესამე დღეა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში დაკარგულ ქალს ეძებენ. 68 წლის მზია ბედმანიკაშვილი, გაუჩინარებამდე ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ტყეში იმყოფებოდა და გზას ვერ პოულობდა.
ძებნის პროცესში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ახლობლების ინფორმაციით, ქალს მეხსიერების პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, გზა ამ მიზეზით აებნა. ოჯახის წევრები და თანასოფლელები შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას ითხოვენ. გაუჩინარებული ქალი თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეა.