“თელავი ძალიან დიდი ქალაქია, მაგრამ ამავდროულად არის პატარა ქალაქი. ყველა ერთმანეთს იცნობს და იცის, რას საქმიანობდა ბატონი ბოტკოველი, როგორ იყო ჩართული უკანონო საქმიანობაში სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა იყო გუბერნატორის მოადგილე. თავად ატერორებდა ბიზნესს, გლეხებს, მოსახლეობის წინააღმდეგ სჩადიოდა უკანონო საქმიანობას. ბოტკოველი არის სააკაშვილის სახეზე, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. პარტიისა, რომელიც არის კოლექტიური უბირი. უბირი არის ადამიანი, რომელიც მიჰყავდათ ენმ-ს ლიდერებს და აუპატიურებინებდნენ ადამიანებს”
თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში ენმ-ს მერობის კანდიდატზე, გიორგი ბოტკოველზე.