თელავში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.