თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულთან ავტოსაგზაო შემთხვევას 44 წლის ქალი ემსხვერპლა, 2 მგზავრი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ მანქანას საბურავი დაუზიანდა, რა დროსაც მძღოლმა მართვა დაკარგა და მანქანა ამოტრიალდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.