თელავში 13 და 14 წლის გოგოები დაიკარგნენ – მათ პოლიცია ეძებს

თელავში, 13 და 14 წლის გოგოებს ეძებენ.

ლიკა და მარიამ დემინაშვილები, სოფელ შაქრიანში იმყოფებოდნენ, სახლიდან გავიდნენ და თელავისკენ გაემგზავრნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება. ისინი სავარაუდოდ გზაში სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდნენ.

მოზარდებს პოლიცია ეძებს. მათი ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან.