“ბოლო პერიოდში ვუსმენთ მოსახლეობის განწყობებს, ჩივილებს, რაც შეეხება კომუნალური გადასახდების დაანგარიშებას. ბოლო რამდენიმე კვირაა ჩვენი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს. ვიცი, რომ ამ საკითხზე სემეკმა დაიწყო შესწავლა და გააკეთეს განმარტება, რომ სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელმიკოსა და თელასის აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად, მე მივიღე გადაწყვეტილება და დავავალე ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი. ჩვენ უნდა ვნახოთ რეალურად, რაიმე უსამართლობას, რაიმე დარღვევას, ტექნიკურს, მექანიკურს ხომ არ ჰქონდა ადგილი”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.