ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.
ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ.
- “თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა… სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,” – განუცხადა თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა გამოცემა “ბათუმელებს”.