თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გარდაცვლილთა ცხედრები მეზობლებმა რამდენიმე წუთის წინ ნახეს.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.