თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს “იმედის” შუადღის გადაცემაში ველოსიპედი აჩუქეს. როგორც ირკვევა ველოსიპედი თენგიზ ცერცვაძის ბავშვობის ოცნება იყო.
გადაცემაში აღნიშნეს, რომ კომპანიის მფლობელებს სურთ, რომ ამ ჟესტით ახალგაზრდებსაც გაუგზავნონ შეტყობინება, რომ მანქანების ნაცვლად ველოსიპედებზე იფიქრონ.