თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

“თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე” –  ამის შესახებ,  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ განაცხადა და  მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა არ დაადასტურა.

“ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება საკუთარ თანამდებობაზე, ასრულებს თავის მოვალეობას, განაგრძობს კოვიდ ცხელების ცენტრების და კლინიკების მართვას. ხვალ კი დაგეგმილი აქვს აჭარავში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, რათა გაუწიოს დახმარება საკუთარ კოლეგებს . ასევე ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ კვლავ რჩება მმართევლი პარტიის და ქართული ოცნების მხარდამჭერად.

გადადგომაზე მე არ მაქვს ინფორმაცია. საიდან ჰქონდა მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ ვიცი. გუშინ კონკრეტულ ლოკაციაზე ვიყავით ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, თუმცა თანამდებობის დატოვების საკითხს ბატონი თენგიზი ირიბადაც არ შეხებია.” – განაცხადა  გიორგი ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით არ აქვს ინფორმაცია ცერცვაძის პრემიერთან შეხვედრის შესახებ.

ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი კი იმისთვის გამართა, რომ მედიისთვის ცერცვაძის დანაბარები და მისი გეგმების შესახებ ინფორმაცია გადაეცა. გიორგი ბერიძის განცხადებით თენგიზ ცერცვაძეს არასოდეს ქონია სურვილი პარლამენტში მოხვედრილიყო,თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეკავებინა.

ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.