ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
“სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს. მათ ჩვენთვის არ განუმარტავთ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მირტაგი ასადოვი ამ პროცესს გუშინ ტელეკომპანია მთავარში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც მან განმარტა, რომ საქართველო არ არის თეოკრატიული ქვეყანა, ის სეკულარული სახელმწიფოა და დაყოფა “ჩვენ-სხვები” სწორი არ არის. ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ რას ფიქრობდა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ ეკლესიები არ დაიკეტებოდა დღესასწაულზე, მან კითხვითვე უპასუხა: “მაშინ ჩვენ გავხსნით მეჩეთებს რამადანზე და ვნახოთ პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა”. მირტაგის განმარტებით ეს მხოლოდ რიტორიკული კითხვა იყო.
EMC მირტაგი ასადოვს და სხვა პირებს საადვოკატო დახმარებას უწევს. რამდენიმე საათში ჩვენი ადვოკატი მარნეულში, სუს-ის შენობაში მირტაგი ასადოვთან და სხვა დაბარებულ პირებთან ერთად მივა. საქმის შესახებ ახალ დეტალებს EMC უახლოეს საათებში გაგიზიარებთ.“– წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.