თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. ღვანკითის გამგებელი ამბობს, რომ სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი მაინც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა. სოფელში მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა.