ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან წუხელ მიმდინარე აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა ერთერთ მოქალაქეს თვალებში ე.წ.სპრეი შეასხა, რის გამოც, მარცხენა თვალში ქიმიური დამწვრობა მიიღო.
“მარცხენა თვალში მაქვს ქიმიური დამწვრობა. 30 სანტიმეტრიდან სპეცრაზმელმა შემასხა სპრეი. ბრავო თვალთხარია
update: დიგნოზი, ტრამვული კონიუქტივიტი
update vol2: ჯერ ხომ ეს მიქნეს ახლა მე გადამახდევინეს ხარჯები”- წერს გიორგი ხოჭოლავა.
“სპეცრაზმელმა გაურკვეველი სპრეი შემოგვასხა სახეში. დამეწყო საშინელი წვა თვალის, კანის… მაქვს ტრავმული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, მარცხენა თვალში 70%-ით დავკარგე მხედველობა”, – განაცხადა”მთავართან” გიორგი ხოჭოლავამ.