საგამომძიებლო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი რუსლან ლევიევი აცხადებს, რომ უკრაინა თვენახევარ, ორ თვეში დაიწყებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას. ამის შესახებ ლევიევმა, Meduza-სთან ინტერვიუში განაცხადა.
- „ამისთვის არის რესურსი. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა შემოღებული. მათ უკვე აქვთ ახალი ტექნიკა. თვენახევარ-ორ თვეში ვნახავთ გარდამტეხ ვითარებას არა რუსეთის სასარგებლოდ. დიდი ალბათობით, ისინი დაიწყება დონბასიდან და შეეცდება გაწყვიტოს რუსული არმიის მიწოდების ხაზები“, – ამბობს ლევიევი.