“ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება – პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს – პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.