თვითდასაქმებულებს იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დავეხმარებით – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება, როგორც თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

“არის სერიოზული ჯგუფი და ფენა საზოგადოებაში, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დასამარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 75 მილიონი ლარი”, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.