“სამადაშვილმა ამ ვითარებაშიც მოახერხა, რომ ოპოზიციასაც დააბრალა, ვინც ხელი არ მოაწერა, თქვენი ბრალია ეს ამბავიო. ეგ არის ლუსტრაცია. ამ ვითარებაში ყველა, ვინც მკაფიო პასუხისმგებლობას არ აკისრებს ივანიშვილის რეჟიმს და მხოლოდ მას, ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას, რომ მისთვის თუნდაც დღევანდელი სტატუს-ქვო უფრო მნიშვნელოვანია, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი შეინარჩუნოს, სხვა დასკვნა არ არსებობს.

როცა ცალსახად ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია, ამ დროს რომ ხელს კიდევ ოპოზიციისკენ იშვერ, ვისაც შენგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ჩემი აზრით, სწორი, ანუ თვითმიზანი გაქვს, რომ ეს სტატუსქვო შენარჩუნდეს და შენ იტივტივო ამ ჭაობში, რომელშიც ქვეყანა იძირება.

მე მაინტერესებს, ეს ლელოს პოზიციაა თუ არა და ემიჯნებიან თუ არა ამ სამარცხვინო განცხადებას. ამ ვითარებაში ვინც რაიმე საბაბს ეძებს, რომ გაფანტოს და ბუნდოვანი იყოს პასუხისმგებლობა, აკეთებს ივანიშვილის რეჟიმის საქმეს ცალსახად”

ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში სალომე სამადაშვილის განცხადებას. მან თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.