კოალიცია ცვლილებისთვის და მისი უკანონო პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია, თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის აბსოლუტურად დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რაც კეთდება ჩვენი პარტნიორებისგან, ზოგიერთი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა, ეს არის რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. ეს არის წინა, 26 ოქტომბრის არჩევნების რუსული სპეცოპერაციისა და მოტაცებული არჩევნების პრაქტიკულად დანებება და აღიარება. ეს არის ბრძოლის შეწყვეტა და აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის, ჩემი აზრით, ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე”.

აცხადებს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.