“თვითმფრინავები არ მიგვიღია” – უკრაინა პენტაგონის განცხადებას უარყოფს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა აცხადებს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან თვითმფრინავები არ მიუღიათ. მათი ცნობით, აშშ-სგან მხოლოდ სათადარიგო ნაწილები მიიღეს.

“უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სათადარიგო ნაწილები და საჰაერო ფლოტის თვითმფრინავების შესაკეთებლად კომპონენტები მიიღეს, რაც მეტი ტექნიკის გამოყენების საშუალებას მოგვცემს”, – აცხადებს საჰაერო სარდლობა.

ცნობისთვის, გუშინ პენტაგონის პრესსპიკერმა თქვა, რომ უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო, თუმცა არა აშშ-სგან, არამედ სხვა ქვეყნებისგან.