“ადამიანი, რომელზეც ეჭვია, რომ მოწამლულია დარიშხანით, თურმე გადარჩება თუ არა, ეს არის ღმერთის ნება. თვითონ დალიოს ერთი დარიშხანი ღარიბაშვილმა და დაელოდოს ღმერთის ნებას რა მოხდება, თუ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება უნდა. მან [ღარიბაშვილმა] მითითება გასცა, რომ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ფარსი. რომ კანონით გათვალისწინებული შეღავათები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის არ გავრცელდება. ეს თქვა ერთი-ერთში ღარიბაშვიმა. ეს არის “ქართული ოცნების” ბინძური პროპაგანდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმეორებენ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებულ ცნობილ შეთქმულებას, რომ თურმე, პრეზიდენტმა თავი მოიკლა.”
თქვა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერი ღარიბაშვილის განცხადების პასუხად.