პოლიტიკური მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ადასტურებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კრემლის იდეოლოგს, ალექსანდრ დუგინს შეხვდა.
მისი თქმით, 26 მაისს მისი დუგინთან შეხვედრა სიმბოლიზმი არ არის და ეს ფრენების განრიგს უკავშირდება.
“26 მაისს ჩამოვედი მოსკოვში იმიტომ, რომ 27 მაისს დანიშნული იყო დირექტორთა საბჭოს სხდომა ჩვენი კომპანიისა, რომელშიც მე ვარ აქციონერი და რომლის მფლობელობაც მე არასდროს დამიმალავს. ჩვენი მედიაპოლიტიკის მაფიორის შედეგად არ არის ყოველდღიური ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორის. არავითარი სხვა სიმბოლიზმი, სხვა ჩანაფიქრი ამ თარიღთან დაკავშირებით არ არის.
რაც შეეხება ალექსანდრ დუგინთან ჩემს გუშინდელ შეხვედრას, დავიწყოთ იქიდან, რომ მე არასდროს დამიმალავს, რომ ეს კაცი გავიცანი 2015 წელს. ვისაც რამე წვლილი მიუძღვის რუსეთში აზრის ფორმირებაზე, ყოველთვის ვცდილობ, შემოვატრიალო მათი აზრი საქართველოსკენ”,– ამბობს ვასაძე ალტ-ინფოს ეთერში.
მისივე მტკიცებით, დუგინთან შესახევდრად დახურული სივრცის შერჩევაც შეეძლო, თუმცა განზრახ შეარჩია საჯარო ადგილი, რათა დაენახა, “რამდენს იკადრებდნენ მისი მეთვალთვალეები”. ის “მთავარ არხის” რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში ადანაშაულებს.
“თვითონ მთხოვა, შევხვდეთო, კითხვები მაქვსო და კიბატონო-მეთქი. წარმოიდგინე, ასეთი ღია მიმოწერა მიდის ტელეფონში, დაახლოებით 1–2 საათში ვიკვეთებით და ხდება ჩვენი გადაღება. შეიძლება, ვივარაუდოთ რომ ეს ვიღაცამ გადაიღო შემთხვევით. მეორე ვარიანტია, რომ ეს არის თვლათვალის სპეციალური ოპერაცია. სპეცსამსახურები, ადგილობრივი, მე და დუგინს გვითვლათვალებენ, ხედავენ რომ ვხვდებით. მთავარ არხს აქვს წვდომა რუსულ სპეცსამსახურებზე, რა ვიფიქრო სხვა”,– აღნიშნავს ვასაძე.