“თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს და ქვეყანაში ჩამოსვლას სთხოვს. სააკაშვილის მიმართვას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს.
“მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირიში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.