საქართველოში ორმა უმსხვილესმა ბანკმა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, ძალადობრივ და რადიკალურ ორგანიზაციას ალტ-ინფოს ანგარიშები დაუბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას, „პუბლიკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბანკების მიერ ალტ-ინფოს ანგარიშის დაბლოკვის შესახებ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, „პუბლიკა“ ანგარიშების დაბლოკვაზე ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, თბილისში პრაიდის კვირეული დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება პრაიდფესტივალი 8 ივლისს გაიმართება მოძალადე და პრორუსული ჯგუფები კი ღონისძიების ჩაშლით იმუქრებიან.
ამ მიზნით, რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ძალადობრივმა ჯგუფებმა საბანკო ანგარიშის ნომრები გაავრცელეს.
ამასთან დაკავშირებით ბანკებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.