თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს დააბრუნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, რადგან უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია.
“ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით…ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ.პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს, რადგანაც უსაფრთხოება უკრაინის გარეშემო შექმნილი სიტუაცია, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას”. – აცხადებს ზალკანიანი.
უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. მიზეზი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა გახდა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მმართველ თანამდებობაზე არ უნდა დაენიშნა პირი, რომელსაც საქართველოში სასჯელი აქვს მისჯილი.უკრაინიდან, საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცდომად შეაფასა.