თითქოს აქ ყოფნა არ სურდა, სცენასთან დაბარბაცებდა – შვედი ტელეწამყვანები ყიფიანზე

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში გამოსვლამდე თორნიკე ყიფიანზე შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელის (STV) წამყვანმა, კრისტერ ბიორკმანმა თქვა, რომ საქართველოს წარმომადგენელს, ყიფიანს როტერდამში საკმაოდ უცნაური კვირა ჰქონდა.

მისი თანაწამყვანის აზრით, მომღერალი ისე იქცეოდა, თითქოს “ევროვიზიაზე” ყოფნა არ სურდა.

“რეპეტიციებზე სცენის გარშემო დაბარბაცებდა და სიმღერას უცნაური ხმით ასრულებდა”, – თქვა ბიორკმანმა და აღნიშნა, რომ ის ჟურნალისტების მიმართ უხეში იყო.

ცნობისთვის, გუშინ თორნიკე ყიფიანი “ევროვიზიის” ფინალში ვერ გადავიდა.

მანამდე, მომღერალმა ევროვიზია “კურკლშოუდ” მოიხსენია და დედა აგინა მათ, ვინც გააკრიტიკა.