“სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება ხდება. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სპეკულაციისთვის მაქსიმალურად გამოიყენებენ პარლამენტს და კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ჩვენ სპეკულაციის თანამონაწილეები არ ვიქნებით.
ვნახეთ, რომ ბრალდებების სერია სტიქიის პირველივე წუთებიდან დაიწყო. ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მავნე პოლიტიკით მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას ელოდა და მაშინვე უბედურების პოლიტიკაში გადათარგმნა დაიწყეს”
ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.