თმებში ჩაებღაუჭა მოძალადე რუსი ქართველ გოგოს, 4 ადამიანი ცდილობდა გამოგლეჯას – მოქალაქე ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, 11 ნოემბერს საღამოს საათებში, რუსეთის მოქალაქემ ახალგაზრდა გოგოზე ფიზიკურად იძალადა.
“ფაბრიკაში ერთი ჩვეულებრივი პარასკევი საღამო, 23:00 საათი, 3 გოგონა ( 20 დან 23 წლამდე ) მოსულია ერთმანეთთან საურთიერთოდ და ისტორიების მოსაყოლად
ამ დროს მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან,
უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება
ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება, რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს
როგორც იქნა მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს, გოგონა შოკურ მდგომარეობაში და ამ წამამდე როცა მე ამ სტატუსს ვწერ პანიკური შეტევა აქვს…
მოვიდა პოლიცია, სასწრაფო, გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით, მაგრამ პოლიცია ამ წამამდე სვამს კითხვებს გოგოს მისამართით
– ფხიზელი იყავით?
– რის ნიადაგზე მოხდა ძალადობა ?
მესმის რომ ალბათ ეს თქვენი დამპალი პროტოკოლია, მაგრამ ხო შეიძლება სიტუაციურად იმოქმოდოთ და თან იცით, რომ მოძალადე ნაბიჭვარი რუსია (დააკავეს და რუსული პასპორტი აღმოაჩნდა) და გოგო ქართველი !!!!!
საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება, საშიშია ქალად ყოფნა, საშიშია არსებობა !
Update: მოყვანილი ყავთ გოგო საგამოძიებო ორგანოში და ისმის კითხვები:
– იქნება უბრალოდ კოცნა უნდოდა, ან ცეკვა?!!! – გოგო არის მარტო ამ მგლების ხროვაში და შიგნით არავის აღარ გვიშვებენ – ეს ინფორმაციაც მისმა მეგობარმა გამოიტანა, რომელიც გამოვიდა და უკან აღარ უშვებენ!
ვართ შსს-ში, კახეთის გზატკეცილზე.
Update: გოგონა გამოვიდა დაკითხვიდან, მაგრამ გვითხრა რომ, როგორც შიგნით მოისმინა, ამ ნაძირალას ჯარიმის საფუძველზე გაანთავისუფლებენო,
თვითონ არ აპირებს რა თქმა უნდა გაჩერებას, სასამართლოში ჩივილს და ამ
ამბის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ჩვენც ყველა მის გვერდით ვართ რა თქმა უნდა.
გამორიცხულია ეს ნაძირალა დაუსჯელი დარჩეს!”, – წერს მოქალაქე Facebook-ზე.